14:09:36     28-07-2010
„როლინგებმა“ პენსიაზე გასვლა გადაიფიქრეს [video]
„The Rolling Stones“ -ის გიტარისტი რონი ვუდი უარყოფს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ 2011-2012 წლების საკონცერტო ტური ჯგუფის კარიერაში ბოლო იქნება, – იუწყება გამოცემა „ThirdAge“.
„როლინგების“ დაისზე ბრიტანულმა ტაბლოიდმა „The Sun“ –მა გაავრცელა ინფორმაცია. გამოცემა მიზეზად მუსიკოსების ასაკს ასახელებდა – ჯგუფის წევრებმა 60 წელს გადააბიჯეს.
გიტარისტმა ვუდმა განაცხადა: – „ყველა წევრმა ვითათბირეთ და გადავწყვეტეთ, რომ ეს დასასრული არაა...“
2012 წელს ჯგუფმა 50 წლისთავი იზეიმა. ამ ხნის მანძილზე იყო რამდენიმე „შემოქმედებითი წყვეტა“ – ვრცელდებოდა ხმები მათი დაშლის შესახებ, თუმცა უსაფუძვლოდ.
დღეისათვის, „The Rolling Stones“ -ის უკანასკნელი სტუდიური ალბომია A Bigger Bang, რომელიც 2005 წელს გამოვიდა.
0